ვიშეგრადის ქვეყნები საქართველოსა და მოლდოვის ევროკავშირში ეკონომიკური ინტეგრაციის მხარდასაჭერად
ENGGEOMOL

...სიახლეები...
2014-06-12
ვიშეგრადის ქვეყნები საქართველოსა და მოლდოვის ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის მხარდასაჭერად“
პროექტი „ვიშეგრადის ქვეყნები საქართველოსა და მოლდოვის ევროკავშირში ეკონომიკური ინტეგრაციის მხარდასაჭერად“, ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მიერ არის დაფინანსებული. პროექტის მიზანია შეიქმნას პლატფორმა, რომელიც საშუალებას მისცემს ვიშეგრადის ქვეყნებს, გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება საქართველოსა და მოლდოვას, ევროკავშირში ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესში. პროექტში ყურადღება გამახვილებულია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა, თანამშრომლობის გამარტივება სახელწმიფოსა და კერძო სექტორს შორის, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი ეკონომიკის მოდერნიზებას და ამგვარად ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების წარმატებულად განხორციელებას. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოსა და მოლდოვის ბიზნეს სექტორის ცნობიერების ამაღლებას ეკონომიკური ინტეგრაციის მომგებიანობასთან დაკავშირებით.

პროექტის მიზანია დაეხმაროს საქართველოსა და მოლდოვის მთავრობებს, ადგილობრივ ბიზნეს-სექტორთან ერთად ეფექტური კოორდინაციის მექანიზმების შექმნაში, რაც ბიზნეს-გაერთიანებებს საშუალებას მისცემს უფრო მეტად იყვნენ ჩართულნი ასოცირების ხელშეკრულების ძალაში შესვლამდე მიმდინარე მოვლენებში და ასევე ხელშეკრულების სისრულეში მოყვანის პროცესში. მნიშვნელოვანია ბიზნეს-ასოციაციების ინფორმირებულობა იმ შესაძლობლობებზე, რომლებსაც ასოცირების ხელშეკრულება იძლევა და ასევე ნაბიჯებზე, რომლებიც მათ უნდა გადადგან, რათა ეფექტურად მოახერხონ ამ შესაძლებლობების გამოყენება. აუცილებელია საქართველოსა და მოლდოვის მთავრობების მუდმივ რეჟიმში აწარმოებდეს კოორდინაციას და თანამშრომლობდეს ბიზნეს-ასოციაციებთან, რათა გაიზარდოს სარგებელი და შემცირდეს რისკები ასოცირების ხელშეკრულების სისრულეში მოყვანის საწყის ფაზაში.
http://visegradfund.org/ https://www.facebook.com/GISSGeorgia http://www.ape.md/ http://www.ata-sac.org/ http://www.demoseuropa.eu/?lang=en http://www.europeum.org/en/ http://www.ceid.hu/en/